დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მიწისძვრას ყვარელში ნგრევა არ გამოუწვევია
ავტორი:
2013/სექტემბერი/17 10:44:02
მიწისძვრას ყვარელში ნგრევა არ გამოუწვევია. ამის შესახებ news.ge-ს რაიონის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზაზა ლომიძემ განუცხადა.  "მიწისძვრას სერიოზული ნგრევა არ გამოუწვევია. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, სოფელ შილდაში დაიბზარა რამდენიმე სახლის კედელი, დაზიანბულია რამდენიმე სახლის სახურავიც," - განაცხადა ზაზა ლომიძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ რაიონში არსებული ვითარების შესახებ ზუსტი ინფორმაცია, ცნობილი მოგვიანებით გახდება.  შეგახსენებთ, რომ დღეს დილას, 08:09 საათზე საქართველოში 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი კი ყვარელში დაფიქსირდა.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1318
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია