დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ჯონ კერი: ასადმა ლეგიტიმურობა სრულიად დაკარგა
ავტორი:
2013/სექტემბერი/16 14:57:03
ორშაბათს, პარიზში ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა სრულიად დაკარგა ლეგიტიმურობა.“ მას შემდეგ, რაც რუსეთის პირველი დიპლომატი სერგეი ლავროვი და კერი სირიის ქიმიურ იარაღთან დაკავშირებით გეგმაზე შეთახმდნენ, საერთაშორისო საზოგადოება ახლა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ რეზოლუციის მიღებას ელოდება. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ამერიკა რაც შეიძლება „ძლიერი“ რეზოლუციის მიღებას გეგმავენ სირიის ქიმიური იარაღის მოცილების შესახებ. შეგახსენებთ, რომ ლავროვი-კერის ექვსპუნქტიანი გეგმის თანახმად, სირიის ქიმიური იარაღი 2014 წლის შუა პერიოდისათვის უნდა იქნეს განადგურებული. 
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1231
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია