დაისვენე კურორტ ახალდაბაში
უკრაინის პრემიერი: Shell გაზს რუსეთზე ოთხჯერ იაფად მოგვცემს
ავტორი:
2013/სექტემბერი/16 14:30:02
„უკრაინამ დონეცკისა და ხარკოვის რეგიონში ფიქალის გაზის მოსაპოვებლად ნიდერლანდური კომპანია Royal Dutch Shell აირჩია, ვინაიდან ამ კომპანიას ისეთი უახლოესი ტექნოლოგიები გააჩნია, რომლებიც ამ რაიონებში გაზის უსაფრთხოდ მოპოვებას უზრუნველყოფს,“-განცხადება აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა გააკეთა. მისი თქმით, ამ კომპანიასთან მოლაპარაკებები ორ წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ შეთანხმებით ორივე მხარე ისარგებლებს:“ჩვენ გარკვეულ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას მივიღებთ, Shell კი-საკუთარ ფულს.“ აზაროვის თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე მიღებულ გაზში ქვეყანა ათას კუბომეტრში დაახლოებით 120-130 დოლარს გადაიხდის: “ჩვენ საკუთარ იაფ გაზს მივიღებთ. დღეისათვის ჩვენ რუსეთისაგან ათას კუბომტერ გაზს 530 დოლარად ვიღებთ. მსგავსი ფასი მსოფლიოში არცერთ ბაზარზე არ გვხვდება,“-დაამატა აზაროვმა.  
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1216
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია