დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეუთოს საპარლამენტო ასამბელის პრეზიდენტი საქართველოში მისის აღდგენისთვის ფინანსების გამოყოფის მომხრეა
ავტორი:
2013/სექტემბერი/16 14:20:02
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რანკო კრივოკაპიჩი ამბობს, რომ საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენას არა მხოლოდ პოლიტიკურად უჭერს მხარს, არამედ მიიჩნევს რომ ამ საქმისთვის თანხები უნდა გამოიყოს. კიროვოპაკიჩის თქმით, მონაკოში ასამბლეამ სპეციალური რეზოლუცია მიიღო, რომელშიც აღნიშნა, რომ საქართველოში მისიის აღდგენა აუცილებელია. მისივე თქმით, სტამბოლში ასმაბლეის სესიის კომიტეტების სხდომაზე, ამის შესახებ განმეორებით ითქვა. კრივოკაპიჩის განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ეხმიანება და აღნიშნავს რომ ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნებზე რანკო კიროვოკაპიჩს მხარი სწორედ იმიტომ დაუჭირა, რომ მისი ხედვით ეუთოს ფუნქციონირებაში ასამბლეის როლი უნდა გაიზარდოს როგორც უსუფაშვილი ამბობს, ასამბლეამ საქართველოში მისიის აღდგენის შესახებ დეკლარაციულ დონეზე გადაწყვეტილება უკვე მიიღო, ხოლო რანკო კრიოკაპიჩი კი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ამ მიზნით ფინანსებიც გამოიყოს. "იმედი გავქვს, ასამბლეა და მისი ხელმძღვანელობა ასეთ პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს“, - აღნიშნავს უფუსაშვილი
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1293
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია