დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თითო დარგული ხე 50 თეთრით ანაზღაურდება
ავტორი:
2013/სექტემბერი/16 10:39:03
საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქის ინიციატივით, ტყის განაშენიანების პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებს, რომელბიც ნერგებს დარგავენ, შრომა დარგული ხეების რაოდენობით აუნაზღაურდეთ - თითო ნერგზე 50 თეთრის ოდენობით. როგორც უწმინდესმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, აღნიშნული ინიციატივა, მან უკვე შესთავაზა ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც მოახსენა, რომ  შრომის ანაზღაურების ეს სქემა ახალგაზრდობას და სტუდენტებს ძალიან დაეხმარებოდა. " მე შევთავაზე ბატონ ბიძინას, რომ ჩამოყალიბდეს ფონდი, რომელიც მოემსახურება ტყის განაშენიანებას და ამას სათავეში ჩაუდგეს ეკატრეინე ხვედლეიძე. ვთხოვე ბატონ ბიძინას, რომ ჩვენი ახალგაზრდები, რომლებიც დარგავენ ამ ნერგს, თითოეულ დარგულ ნერგზე მიეცეთ 50 თეთრი. ღმერთმა ინებოს, რომ მოგვეცეს ძალა, უნარი, ნება, გული გონიერი, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ღვთის სადიდებლად”, - ბრძანა პატრიარქმა.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1311
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია