დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სააკაშვილი: "მინდა მივმართო პრემიერმინისტრს - აზრზე მოვიდეს"
ავტორი:
2013/სექტემბერი/16 10:37:02
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის მერ გიგი უგულავასთან ერთად ავჭალაში ის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც პროექტის განხორციელების შემთხვევაში რკინიგზას უნდა გაევლო. პრეზიდენტის განცხადებით, პროექტის დაკონსერვება ახალი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი და არასწორი გადაწყვეტილებაა. "მე არასდროს ვყოფილვარ ასე გაბრაზებული. ეს მართლაც ყველა საზღვარს ცდება. 80% ამ მშენებლობისა პრაქტიკულად დასრულებულია, ასობით მილიონი არის დახარჯული. მინდა, თბილისელებმა გაიგონ რა არის ამ მშენებლობის არსი, რას ართმევენ თბილისსა და თითოეულ თბილისელს. ეს როგორც კი დამთავრდება, თბილისში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება საცობები. მე მსოფლიოში არცერთი ავადმყოფი რეჟიმი არ მინახავს, რომელიც ამას გააჩერდებდა - არც კომუნისტური, არც ფაშისტური, არც განვითარებული, არც განუვითარებელი. მართლა უნიკალურები ვართ ქართველები. მინდა მივმართო  პრემიერმინისტრს - აზრზე მოვიდეს, რადგან ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილებაა. ამის გაჩერება რა არის, მართლა ჭორვილას საცალფეხო ბილიკი ხომ არ ჰგონია?! ეს არის თბილისის მომავალი და ერთადერთი გადარჩენა, საქართველოს ყველაზე დიდი ეკონომიკური პროექტი. რამდენიც არ უნდა აყალბონ ეკონომიკური განვითარების ციფრები, ისევე როგორც აყალბებენ დანაშაულის ციფრებს, ადრე ჭორებს არგებდნენ რეალობას, ახლა ციფრებს. აი, რატომ არის გაჩერებული განვითარება", - განაცხადა სააკაშვილმა. თბილისის მერიის ინფორმაციით, შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელებით გადაიჭრებოდა სატრანსპორტო გადაზიდვებთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები და ქალაქი აღარ იქნებოდა ხელოვნურად ორ ნაწილად გაყოფილი, რაც რკინიგზით არის გამოწვეული. თბილისის ცენტრალური ნაწილი კი ტრანსპორტისგან მნიშვნელოვნად განიტვირთებოდა.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1178
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია