დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი კვირიკაშვილი - საფრანგეთი ყოველთვის იდგა ქართველი ხალხის გვერდით უმძიმეს წუთებში
ავტორი:
2015/იანვარი/09 16:30:06
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოში მივიდა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან გამოხატა თანადგომა ფრანგი ხალხისადმი.
"საფრანგეთის სახელმწიფო ყოველთვის იყო და არის საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი მეგობარი და პარტნიორი. საფრანგეთი ყოველთვის იდგა ქართველი ხალხის გვერდით უმძიმეს წუთებში. ჩვენი ვალია, რომ ჩვენც გამოვხატოთ სოლიდარობა, ვინაიდან ეს ნამდვილად არ ეხება მხოლოდ საფრანგეთს, ეს ეხება სიტყვის თავისუფლებას, ეს არის შეტევა სიტყვის თავისუფლებაზე. ნამდვილად შოკირებული ვართ იმით, რაც მოხდა. ძალიან მძიმე იყო იმ კადრების ყურება, რომელიც ჩვენ ვნახეთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დღეს გამოხატა სოლიდარობა საფრანგეთის მოსახლეობის მიმართ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1021
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია