დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი დადებითად გადაწყდეს
ავტორი:
2015/იანვარი/09 12:30:02
ლატვიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ეფექტური იმპლემენტაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებული საფრთხეები.
ირაკლი ღარიბაშვილმა ფედერიკა მოგერინის მიაწოდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის შემდეგ, "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ე.წ ხელშეკრულების ხელმოწერას რუსეთი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთანაც გეგმავს და ამ საკითხზე ევროკავშირის უმაღლესი პირების მკაფიო პოზიცია უმნიშვნელოვანესია.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოში მოიწვია და ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელსაც ხელისუფლება ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით ახორციელებს.
პრემიერის განცხადებით, საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროპამ გადადგას კონკრეტული ნაბიჯი და ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი დადებითად გადაწყდეს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა იმედი გამოთქვა, რომ შესაბამისი პროცედურების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში საქართველო რიგის სამიტზე წარმატებული მაგალითი გახდება.
პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის უმაღლეს წარმოამდგენელს ასევე მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა პროკურატურის რეფორმირებას იწყებს.
ირაკლი ღარიბაშვილისა და ფედერიკა მოგერინის შეხვედრა საერთაშორისო კონფერენციის - "ევროპის განვითარების წელი" ფარგლებში გაიმართა, რომელიც რიგაში დღეს გაიხსნა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1158
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია