დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ალექსანდრე ჭიკაიძე - ჩვენ ვდგავართ ფრანგი ხალხის გვერდით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და დემოკრატიის დასაცავად
ავტორი:
2015/იანვარი/08 22:30:02
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ფრანგ კოლეგას, ბერნარ კაზენიოვს წერილს უგზავნილს და მხარდაჭერასა და თანაგრძნობას უცხადებს.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს სატირული ჟურნალის "შარლი ჰებდო"-ს თანამშრომლების წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგადაც დაშავდა ათზე მეტი და ტრაგიკულად დაიღუპა თორმეტი ადამიანი, მათ შორის პოლიციის ორი ოფიცერი, რომლებმაც სიცოცხლე გასწირეს სხვების უსაფრთხოების დასაცავად. ეს იყო პირდაპირი თავდასხმა დემოკრატიის ძირითად ღირებულებებზე, მედიასა და გამოხატვის თავისუფლებაზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით მსურს ჩვენი მხარდაჭერა და თანაგრძნობა გამოვუცხადო ფრანგ ხალხს ამ მძიმე და მწუხარე დროს. ჩვენ ფიქრებითა და ლოცვებით ვართ ფრანგ ხალხთან, დაღუპულთა ოჯახებთან და ყველა იმ ადამიანთან, რომელსაც შეეხო ეს საზარელი აქტი.
ჩვენ ვდგავართ ფრანგი ხალხის გვერდით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და დემოკრატიის დასაცავად", - ნათქვამია ალექსანდრე ჭიკაიძის წერილში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1077
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია