დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ნარმანია - პატრიარქის საშობაო ეპისტოლე ყურადსაღებია
ავტორი:
2015/იანვარი/07 16:30:03
პატრიარქის საშობაო ეპისტოლე ოჯახის სიმტკიცის და ოჯახებში ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში ყურადსაღებია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია, რომ კონფლიქტების საკმაოდ დიდი ნაწილი სოციალურ ნიადაგზეა წარმოშობილი და ამ თვალსაზრისით სიდუხჭირე და უმუშევრობა ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორებია.
"მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, თვითონ ადამიანებმა ვისწავლოთ ერთმანეთისთვის მიტევება. როცა მეორემ შეიძლება რაღაც შეცდომა დაუშვას, აგრესიას აგრესიითვე არ უნდა ვუპასუხოთ და კონფლიქტი არ უნდა გავაღვივოთ. მნიშვნელოვანია და ხაზგასასმელია, რომ კონფლიქტების საკმაოდ დიდი ნაწილი სოციალურ ნიადაგზეა წარმოშობილი და ამ თვალსაზრისით სიდუხჭირე და უმუშევრობა ერთ-ერთი მთავარი განაპირობებელი ფაქტორებია. თითოეული ჩვენგანის ვალია, რომ მეტი ვიმუშავოთ და მეტად ვიაქტიუროთ, რომ დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნას. ის პროექტები და პროგრამები, რომელსაც თბილისის მერია ახორციელებს, იგივე კეთილმოწყობის, გამწვანების, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის თვალსაზრისით ორიენტირებულია, რომ ერთი მხრივ, მეტი ადამიანი დასაქმდეს, შემოსავლები გაჩნდეს დასაქმებული ადამიანების ოჯახში, რათა ოჯახები სოციალურად უფრო მეტად უზრუნველყოფილი იყვნენ. მეორე მხრივ, თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის პროგრამები მიზნად ისახავს ასეთი შეჭირვებული ოჯახების მხარდაჭერას არა მხოლოდ კომუნალური ვაუჩერებით, არამედ სხვადასხვა სახით სოციალური მხარდაჭერით, რაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ადამიანებმა სოციალური სიდუხჭირე გადალახონ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 999
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია