დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საქართველოს პრეზიდენტმა 84 მსჯავრდებული შეიწყალა
ავტორი:
2014/დეკემბერი/30 12:30:02
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საახალწლოდ 84 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, 63 მსჯავრდებული, რომელთაგან ერთი ქალი და ერთი არასრულწლოვანია, სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებენ. რაც შეეხება დანარჩენ 21 მსჯავრდებულს, მათ დარჩენილი სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდათ. დარჩენილი 21 მსჯავრდებულიდან 1 ქალია, ხოლო 4 – არასწრულწლოვანი.
ზვიად ქორიძის ინფორმაციით, შეწყალების კომისიამ სულ 493 საქმე განიხილა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 966
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია