დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით უსუფაშვილი - 2014 წელი სხვა წლებზე არც ძალიან ცუდი იყო, არც ძალიან კარგი, მაგრამ საბოლოოდ, მაინც კარგი იყო
ავტორი:
2014/დეკემბერი/30 08:30:02
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გუშინ პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში საზეიმო ვითარებაში შეხვდა და 2014 წლის წარმატებით დასრულება და დამდეგი ახალი, 2015 წელი მიულოცა.
"სულ ცოტაღა დარჩა იმ მომენტამდე, როდესაც დავემშვიდობებით 2014 წელს და შევაბიჯებთ 2015 წელში და ეს დღევანდელი ჩვენი შეკრებაც ტრადიციულად ეძღვნება სწორედ ამ მნიშვნელოვან მოვლენას თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში. მინდა დაგილოცოთ მომავალი წელი და მსურს, რომ იგი იყოს თითოეული თქვენგანისთვის გამორჩეული წელი, გამორჩეულად საამაყო და გამორჩეულად სასიკეთო, გამორჩეულად ბედნიერებისა და სიკეთის მომტანი", - მიმართა შეკრებილთ დავით უსუფაშვილმა.
მისი შეფასებით, ყველამ სათანადოდ უნდა დავაფასოთ განვლილი 2014 წელი, რომელიც სხვა წლებზე შესაძლოა არც ძალიან ცუდი იყო, არც ძალიან კარგი, მაგრამ საბოლოოდ, ალბათ მაინც კარგი იყო, იმიტომ, რომ ყველა ერთად მუშაობდა ამ ერთი წლის განმავლობაში - პარლამენტის წევრებიც, პარლამენტის თანამშრომლებიც, პარლამენტთან დაკავშირებული ადამიანებიც.
"ძალიან ბევრი მოქალაქის, ჩვენი თანამემამულის შრომა იყო ჩადებული იმაში, რომ 2014 წელს საქართველომ თავისი ევროპული არჩევანი შეუქცევად არჩევანად აქცია და ამაში ჩვენი მოკრძალებული წვლილიც არის, და ამისთვის მადლობას მოგახსენებთ. მადლობა იმ საქმისთვის, რომელსაც ჩვენი მომავალი თაობა უფრო მეტად დააფასებს, რაც დრო გავა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად მოვახერხებთ სირთულეების დაძლევას, იმიტომ, რომ პროფესიონალების არმიაა დღეს აქ შეკრებილი. ყველას დიდი მადლობა ამისთვის", - განაცხადა უსუფაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1037
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია