დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ბურჯანაძე - რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ. შეთანხმების გაფორმება ხელისუფლების უუნარობის ბრალია
ავტორი:
2014/დეკემბერი/29 17:00:02
ამ ხელისუფლების აბსოლუტური უუნარობის ბრალია, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ. შეთანხმება გაფორმდა, - ამის შესახებ დღეს, წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე პარტია "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
ბურჯანაძის თქმით, ხელისუფლებამ ვერ შეძლო, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით ერთი ნაბიჯი მაინც გადაედგა წინ, უფრო მეტიც, ამ ხელისუფლების პირობებში ე.წ. საზღვრები გაფორმდა და ყოველგვარი შეწინააღმდეგების გარეშე მავთულხართების პოლიტიკა განხორციელდა.
"ხელისუფლებამ ვერ შეძლო ისტორიული შანსი გამოეყენებინა, რომელიც ჩვენ სამხრეთ ნაკადის შეჩერების ან გაუქმების შედეგად მოგვეცა და ვერ გაბედა ლაპარაკი დაეწყო იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ტერიტორია გამოყენებულ იქნას იმისთვის, რომ უმნიშვნელოვანესი გაზსადენი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გავიდეს. საუბარია რუსეთსა და თურქეთს შორის წარმართულ მოლაპარაკებაზე",-განაცხადა ბურჯანაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 940
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია