დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკა ბესელია - საკმარისი სამართლებრივი საფუძველი არსებობს, რომ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნა დაიწყოს
ავტორი:
2014/დეკემბერი/29 15:00:01
ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელით ეკა ბესელიას შეფასებით, საკმარისი სამართლებრივი საფუძველი არსებობს იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნა დაიწყოს.
როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების ბრძანება უკვე გასცა საქართველოს სასამართლომ, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი ძებნის პროცედურა უნდა დაიწყოს.
"რა თქმა უნდა, აღნიშნული პროცედურა გულისხმობს ქვეყნის გარეთ საერთაშორისო მექანიზმების ჩართვას. ბუნებრივია, სპეციფიური და განსაკუთრებული შემთხვევაა, როცა საქმე პრეზიდენტს და ამ შემთხვევაში ყოფილ პრეზიდენტს ეხება. ასეთ ვითარებაში საერთაშორისო ინსტრუმენტების ჩართვით საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვს ძებნის გამომცხადებელ ორგანოს. საქართველოს მხარემ პროცედურები დაიწყო: მოხდა მიმართვა, დაპატიმრების ბრძანება ქვეყნის ტერიტორიაზე გამოჩენის შემთხვევაში გაცემულია, ბრალდება რამდენიმე ეპიზოდზე არის წარდგენილი. ახლა დარჩენილია ის საბოლოო ეტაპი, როდესაც საერთაშორისო ძებნის გამოცხადება უნდა დასრულედეს. ამ პროცესის საკმარისი საფუძველი არსებობს", - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სააკაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდეს, - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა, გიორგი ბადაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, საქმეები, რაშიც სააკაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი, სასამართლოში უახლოეს მომავალში გადაიგზავნება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1043
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია