დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მთაწმინდის რაიონში რამდენიმე ზონისთვის სტატუსის შეცვლას "პარტიზანული მებაღეობა" აპროტესტებს
ავტორი:
2014/დეკემბერი/29 14:30:02
თბილისის საკრებულოში მთაწმინდის რაიონის ტერიტორიაზე რამდენიმე ზონისთვის სტატუსის შეცვლის საკითხს "პარტიზანული მებაღეობა" აპროტესტებს.
მოძრაობის წევრები უკვე საკრებულოში იმყოფებიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" "პარტიზანული მებაღეობის" აქტივისტებმა განუცხადეს, საუბარია სოლოლაკის მთისთვის სტატუსის შეცვლაზე და ლანდშაფტურ რეკრიაციული ზონის სტატუსიდან ისეთ სტატუსზე გადაყვანაზე, რომლის მიხედვითაც იქ მასშტაბური სამუშაოების ჩატარება იქნება შესაძლებელი.
"პარტიზანული მებაღეობის" აქტივისტები აცხადებენ, რომ ამ ზონისთვის სტატუსის შეცვლას თბილისის ხელისუფლება და საკრებულო ცდილობენ, იქიდან გამომდინარე, რომ "პანორამა თბილისის" პროექტის განხორციელდეს.
"თბილისის ეს ნაწილი მოქცეულია იმ პროექტში, რომელსაც "პანორამა თბილისი" ითვალსიწინებს. თბილისის მერიის და საკრებულოს დღევანდელი გეგმით, ისინი ცდილობენ, რომ ამ ზონას რეკრიაციული ზონის სტატუსი მოეხსნას და მიენიჭოს ისეთი სტატუსი, რომლითაც შესაძლებელი იქნება ამ ნაწილში მასშტაბური სამუშაოების ჩატარება. ამის განხორციელება არის დაუშვებელი და ამ სტატუსის შენარჩუნება არის აუცილებელი. აქ მოვედით, რომ გავაპროტესტოთ ის გეგმა, რომლის განხორციელებასაც აპირებენ", - განაცხადეს "პარტიზანული მებაღეობის" წევრებმა.
მათ დღეს 12:00 საათზე საკრებულოსთან საპროტესტო აქციაც გამართეს.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 957
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია