დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ბაქრაძე - ჩვენ პარლამენტში იმიტომ არ ვართ, რომ მაგიდებზე ვირბინოთ
ავტორი:
2014/დეკემბერი/27 01:00:02
ჩვენი საზოგადოება არ იმსახურებს იმას, რომ დეპუტატებმა ერთმანეთს თავ-პირი ამტვრიონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, რითაც პარლამენტის წევრებს შორის დღეს მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
ბაქრაძის შეფასებით, გამართლება არ აქვს ჩხუბში მონაწილე არც ერთ მხარეს. "აბსოლუტურად დამთრგუნველი სანახავი იყო. ჩვენ, როგორც პარლამენტის წევრებს, გვეკისრება სხვა ვალდებულება ჩვენი ამომრჩევლების და საზოგადოების მიმართ. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რა მოხდა, გამართლება არ აქვს არც იმას, ვინც პირველმა შეაგინა და არც კაკო ბობოხიძეს, რომელმაც ვერ მოთოკა ნერვები და ჩართულ მიკროფონში გასცა პასუხი თუნდაც შეურაცხყოფას. გამართლება არ აქვს არავის. ჩვენი საზოგადოება არ იმსახურებს იმას, რომ დეპუტატები ასე იქცეოდნენ, არ იმსახურებს იმას, რომ ადამიანებმა, რომელთაც აქვთ მაღალი ანაზღაურება და პარლამენტში სხედან, ერთმანეთს თავ-პირი ამტვრიონ. ამისთვის პარლამენტში არც ხელისუფლებაა და არც ოპოზიცია, ამიტომ მე ბოდიშს ვუხდი ყველას, მათ შორის ჩვენს კოლეგებს უმრავლესობიდან, იმ ადამიანებს, რომლებიც თავისდაუნებურად აღმოჩნდნენ ჩათრეული ამ ამბავში და რაც მთავარია, ბოდშს ვუხდი საზოგადოებას, რომელიც ამას არ იმსახურებს", - განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე შეფასებით, პარლამენტში არავინ არის იმისთვის, რომ მაგიდებზე ირბინოს. "იმის გამო, რომ დღეს მთელი ყურადღება გადავიდა ამ ჩხუბზე, პარლამენტმა კენჭი უყარა დაუბეგრავი მინიმუმის უკან დაბრუნების გაუქმების შესახებ კანონს და ის მიიღო. ამიტომ, მე ბოდიშს ვუხდი იმ 450 ათას ადამიანს, რომელსაც მთავრობა გაისად მოუხსნის დაუბეგრავ მინიმუმს. ბოდიშს ვუხდი იმისთვის, რომ ჩვენ, როგორც ოპოზიციამ ის ვერ დავიცავით. ჩვენ კი პარლამენტში იმიტომ ვართ, რომ ასეთი ადამიანები დავიცვათ და არა მაგიდებზე ვირბინოთ", - აღნიშნა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 955
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია