დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე კანონის გამკაცრებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა
ავტორი:
2014/დეკემბერი/26 20:30:01
ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ შემთხვევებზე სისხლის სამართლებრივი სანქციების გამკაცრებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.
"სისხლის სამართლის კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტს დღეს პირველი მოსმენით შს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ წარუდგინა. მკაცრდება სისხლის სამართლის კოდექსის 126/1-ე მუხლი.
მოქმედი კოდექსის მიხედვით, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია, ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით 40-დან 150-საათამდე. კანონში დაგეგმილი ცვლილებები ასეთი ქმედებისათვის საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გარდა, სანქციად ერთ წლამდე ვადით პატიმრობას აწესებს.
გარდა ამისა, ცვლილება შედის 126/1-ე მუხლის მეორე ნაწილში, რაც თავის მხრივ დამამძიმებელ გარემოებებს ეხება. კერძოდ, საუბარია იგივე ქმედებაზე, რომელიც ჩადენილია წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ; არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ორი ან მეტი პირის მიმართ; პირთა ჯგუფის მიერ ან არაერთგზის. მოქმედი კოდექსის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში პირი ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 100-დან 200-საათამდე, თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. მთავრობის კანონპროექტის თანახმად კი, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის სანქცია 200-დან 400-საათამდე იზრდება, თავისუფლების აღკვეთის ერთი წლის ნაცვლად კი, თავისუფლების სამ წლამდე აღკვეთა განისაზღვრება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1015
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია