დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მინდია ჯანელიძე - საქართველოს გზა არ არის სამხედრო კონფლიქტებში ჩართვის გზა
ავტორი:
2014/დეკემბერი/26 18:30:02
საქართველოს გზა არ არის სამხედრო კონფლიქტებში ჩართვის გზა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ უწყების მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა. მისივე განმარტებით, სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობა საქართველოს ინტერესებში არ შედის.
"მე მყარად მჯეროდა და ახლაც მჯერა, რომ საქართველოს გზა არ არის სამხედრო სივრცეში ჩართვის გზა. ჩვენს ეროვნულ ინტერესებში არ შედის სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობა. სამხედრო კონფლიქტებმა რაც მოგვიტანა, ძალიან კარგად დავინახეთ – ეს არის 20% ოკუპირებული ტერიტორიები და საოკუპაციო ძალები დედაქალაქიდან 40 კილომეტრში. ამიტომ ეს არ შედის ჩვენს ეროვნულ ინტერესებში", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 981
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია