დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დაუბეგრავი მინიმუმი აღარ გაუქმდება
ავტორი:
2014/დეკემბერი/26 09:00:02
პარლამენტმა დაუბეგრავი მინიმუმის გაუქმებაზე მთავრობას უარი უთხრა. დეპუტატებმა "საგადასახადო კოდექსში" შესატან ცვლილებებს, რომელიც დაუბეგრავი მინიმუმის გაუქმებას უკავშირდებოდა, გუშინ მხარი არ დაუჭირეს.
უმცირესობის დეპუტატის გიორგი ვაშაძის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" კიდევ ერთხელ არ მიეცა იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი მოქალაქეები მოეტყუებინა.
"ორი დღის განმავლობაში ძალიან ბევრი კამათი იყო დაუბეგრავ მინიმუმთან დაკავშირებით და ჩვენ არ მივეცით "ქართულ ოცნებას" იმის შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ მოეტყუებინა ხალხი. დარწმუნებული ვარ, ნელ-ნელა ჩვენ შევძლებთ და კიდევ ბევრ გამარჯვებას მოვიპოვებთ, რათა კიდევ ერთხელ გავაუმჯობესოთ მდგომარეობა ქვეყანაში. ბევრი კანონპროექტი, რომელიც აქამდე მიიღო "ქართულმა ოცნებამ", არის უზარმაზარი შეცდომა და ამას საკუთარ თავზე გრძნობს საქართველოს თითოეული მოქალაქე. დღეს მათ გაცილებით უფრო მეტად უჭირთ და ეს არის რეალობა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1006
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია