დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოსო ვახტანგაშვილი - როდის მოიხდის სააკაშვილი ბოდიშს იმისთვის, რომ მუნდირის ღირსება შეარცხვინა
ავტორი:
2014/დეკემბერი/24 15:00:02
როდესაც ბრალდებებზე ლაპარაკობთ, საკუთარ წარსულს გადახედეთ, - ამ განცხადებით გორის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილი ოპოზიციონერ ვიცე-სპიკერს გიორგი ბარამიძეს გამოეხმაურა, რომელმაც "სამარცხვინო და მოღალატური განცხადების" გამო პარლამენტში თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის დაბარება მოითხოვა.
"თავდაცვის სამინისტრომ განცხადება არასწორად გააკეთა. თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის გუშინდელ დახურულ სხდომაზე შევთანხმდით, რომ ამასთან დაკავშირებით განმარტებებს მინისტრი გააკეთებს და უახლოეს მომავალში საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის, რომ შეცდომა იყო დაშვებული სამინისტროს მხრიდან. ჩვენ შეგვიძლია შეცდომებზე ლაპარაკი, შეგვიძლია ვაღიაროთ შეცდომა, მაგრამ საინტერესოა თუ ვინ ლაპარაკობს ამ შეცდომებზე. შეცდომებზე "ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ლაპარაკობენ, რომლებმაც უამრავი დანაშაული ჩაიდინეს. ვერავისგან ვერ მივიღე პასუხი არაერთხელ დასმულ კითხვაზე, თუ რატომ ჩატოვეს სამაჩაბლოში მოსახლეობა - მოხუცები, ქალბატონები, ბავშვები? რატომ არ იყვნენ ისინი გამოყვანილი საბრძოლო მოქმედებების დროს?ვინ მოუხადა ათობით ათასს ადამიანს ბოდიში, რომლებიც დღეს დევნილები არიან საქართველოში? ვინ მოუხადა ბოდიში 300 ათასზე მეტ ციხეში გამომწყვდეულ ადამიანს? როდის მოიხდის სააკაშვილი ბოდიშს იმისთვის, როცა მუნდირის ღირსება შეარცხვინა, გორში რომ კოტრიალობდა მაშინ", - განაცხადა სხდომაზე სოსო ვახტანგაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1111
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია