დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
ავტორი:
2014/დეკემბერი/24 11:00:02
სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ახლად შექმნილი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის და ფინანსთა სამინისტროების, ასევე ეკონომიკური საბჭოს წარმომადგენლები შედიან. ჯგუფის მიზანია, ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების მიზნით, საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებების, მათ შორის, ახალი საკანონმდებლო აქტების მიღებისა და მათი ამოქმედების ვადების პრიორიტეტულობის განსაზღვრა.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მუშაობა სამი ძირითადი მიმართულებით განხორციელდება, ესენია: სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია და მცენარეთა დაცვა.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ხელმძღვანელობდა. სხდომას ესწრებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1060
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია