დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი სესიაშვილი - ჩვენ ვხედავთ ჯარის დემორალიზაციის მცდელობას
ავტორი:
2014/დეკემბერი/24 00:00:01
ჩვენ ვხედავთ ჯარის დემორალიზაციის მცდელობას და ვხედავთ შეურაცხყოფას არა მხოლოდ თავდაცვის მინისტრის, არამედ თავდაცვის სამინისტროს მიმართ, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.
მისი თქმით დაუშვებელია იმაზე საუბარი, რომ მოქმედ ხელისუფლებას კავშირები შეიძლება ჰქონდეს რუსეთის აგენტურასთან. "პოლიტიკური ბოდვაა, როდესაც საუბარია "გრუს" რაღაც აგენტურაზე და რუსეთის კავშირებზე ჩვენს ხელისუფლებასთან. ჩვენთვის რუსეთი არის მტერი, მას ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და ვინმესთვის მოღალატეობრივი იარლიყის მიკერება დაუშვებელია. თუ ვინმე ამას გაბედავს, მე მას ნაძირალა პოლიტიკოსს დავუძახებ", - აღნიშნა სესიაშვილმა.
მან პოლიტიკოსებს მოუწოდა, შეწყვიტონ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიზირებული განცხადებების გაკეთება, ხოლო ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა "საკუთარ ცოდვებს მიხედონ". "ნაციონალურ მოძრაობას" მოგიწოდებთ, საკუთარ ცოდვებს მიხედოთ, ჯარის მიმართ, თუ როგორ ათავისუფლებდნენ ასობით ოფიცერს შეიარაღებული ძალებიდან, როგორ აბრალებდნენ დეზერტირობას ომიდან დაბრუნებულ ჯარისკაცებს და როგორ ხდებოდა წამების ფაქტები ჯარში", - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.
ირაკლი სესიაშვილის თქმით, თავდაცვის მინისტრი პასუხისმგებლობას არ გაურბის და უკრაინაში ქართველი მებრძოლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით ის განმარტებას აუცილებლად გააკეთებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 959
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია