დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თეა წულუკიანი - მიხარია, რომ არჩილ კბილაშვილი თვითონ მივიდა იმ აზრამდე, რომ პროკურატურას სხვაგვარი ინსტიტუციური მოწყობა სჭირდება
ავტორი:
2014/დეკემბერი/23 18:00:03
მიხარია, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი თვითონ, დამოუკიდებლად მივიდა იმ აზრამდე, რომ პროკურატურის ორგანოებს სხვაგვარი ინსტიტუციური მოწყობა სჭირდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პროკურატურის რეფორმირებასთან დაკავშირებით არჩილ კბილაშვილის ხედვის კომენტირებისას განუცხადა.
წულუკიანმა იმედი გამოთქვა, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი ჩაერთვება პროკურატურის ორგანოების რეფორმირებაზე მომუშავე უწყებათაშორისი ჯგუფის მუშაობაში და მისი პროექტი იქნება ერთ-ერთი, რომელსაც ეს ჯგუფი განიხილავს.
თეა წულუკიანის ინფორმაციით, უწყებათაშორისი ჯგუფის პირველი სხდომა 27 დეკემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც პროკურატურის, ისე იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროების, პარლამენტის წარმომადგენლები, ასევე ადვოკატთა ასოციაცია, არასამთავრობო სექტორი, ევროკავშირი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები.
თეა წულუკიანის თქმით, დღეს მოქმედი კანონი ხარვეზიანია, ვინაიდან გაუგებარია ვის წინაშე აგებს პასუხს მთავარი პროკურორი. მისი შეფასებით, სახეზეა დაუბალანსებელი სისტემა და სწორედ აქედან გამომდინარეობს პრემიერის ინიციატივა პროკურატურის რეფორმირებასთან დაკავშირებით.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1052
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია