დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი RMG GOLD-ის გაფიცულ თანამშრომელთა მოთხოვნებს გაეცნო
ავტორი:
2014/დეკემბერი/23 17:00:02
საქართველოს მთავრობა RMG GOLD-ის თანამშრომელთა და დაბა კაზრეთის მოსახლეობის მოთხოვნებს საფუძვლიანად გაეცნობა და გადაწყვეტილებას ობიექტურ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღებს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კომპანიაში დასაქმებულ პირებთან და კაზრეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომლებმაც დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს.
მაია ცქიტიშვილი აქციის მონაწილეების მოთხოვნებს პირადად გაეცნო და RMG GOLD-ის თანამშრომელთა პოზიცია მოისმინა.
მათი ინფორმაციით, სამუშაოების შეჩერების შემთხვევაში, შემოსავლის გარეშე დარჩენა ემუქრებათ. ადგილობრივებმა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს მხარდაჭერა სთხოვეს და განაცხადეს, რომ შექმნილ პოლიტიკურ ფონს მათი ოჯახების საარსებო წყარო არ უნდა შეეწიროს.
"ჩვენ ამ საკითხს უფრო დეტალურად გავეცნობით. ამ ეტაპზე ადგილობრივი მოსახლეობა კომპანიისთვის სამუშაოების წარმოების უფლების გახანგრძლივებას ითხოვს, რაც მთავრობის გადასაწყვეტია. მთავრობა ამ თემაზე იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე. ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით ყველა იმ მხარის პოზიციას, რომელიც ამ საკითხის გარშემო მსჯელობს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1074
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია