დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ნარმანია - საკრებულოს ხელმძღვანელ პირებს შესაძლოა ჰქონდეთ დანამატი, მთავარია ეს იყოს გონივრულობის ფარგლებში
ავტორი:
2014/დეკემბერი/23 14:30:02
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის საკრებულოს ხელმძღვანელ პირებს შესაძლოა, ჰქონდეთ დანამატი, მთავარია ეს იყოს გონივრულობის ფარგლებში. ასე გამოეხმაურა დავით ნარმანია საკრებულოს თანამდებობის პირებზე თანამდებობრივი სარგოს პროპორციულად ყოველთვიური დანამატის გაცემის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის ინიციატივას.
"საკრებულოს წევრებს არა აქვთ მაღალი ანაზღაურება და შესაბამისად, ხელმძღვანელ პირებს, ვინც კომისიებს ხელმძღვანელობენ და ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ, შესაძლოა, მათ ჰქონდეთ დანამატი, კანონი ამას არ ზღუდავს, მთავარია, რომ გონივრულობის ფარგლებში იყოს ეს დანამატი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის საკრებულოს თანამდებობის პირები და აპარატის თანამშრომლები "ზეგეგმური შრომისთვის" დანამატს მიიღებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინდელ სხდომაზე თბილისის საკრებულოს ბიუროს წევრთა უმრავლესობამ მიიღო.
საკითხი ბიუროს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა წამოჭრა. საკითხის ინიცირება და სამართლებრივი ფორმულირება კი საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ მოახდინა. კერძოდ, უმრავლესობამ საკრებულოს თავმჯომარეს თბილისის საკრებულოს თანამდებობის პირებისა და აპარატის თანამშრომლების ზეგეგმური შრომის ანაზღაურებისთვის დანამატის დაწესების რეკომენდაციით მიმართა. სხდომაზე სახელფასო დანამატების გაცემის წინააღმდეგ წავიდნენ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება – რესპუბლიკელები", "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციები და "გაერთიანებული დემოკრატების ფრაქცია".



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 894
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია