დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საპარლამენტო ოპოზიცია თავდაცვის მინისტრის მოადგილეს შეკითხვებს უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაუსვამს
ავტორი:
2014/დეკემბერი/23 12:30:02
საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე მიწვეულ თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, გოჩა რატიანს პასუხის გაცემა უწყების მხრიდან გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებითაც მოუწევს.
გოჩა რატიანი პარლამენტში სარატიფიკაციო დოკუმენტის წარდგენასთან დაკავშირებით არის მიწვეული, რომელიც ავღანეთის ნატოს ახალ მისიაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობას ეხება. აღნიშნულ საკითხს დღეს პარლამენტის რამდენიმე კომიტეტი განიხილავს და საკითხზე პასუხის გაცემას არსებულ კითხვებთან დაკავშირებით გოჩა რატიანი აპირებს.
საპარლამენტო უმცირესობა და "თავისუფალი დემოკრატები" აპირებენ რატიანს პასუხი იმ განცხადებასთან დაკავშირებითაც მოსთხოვონ, რომელიც უკრაინაში გარდაცვლილი ქართველ მეომართან დაკავშირებით უწყებამ გაავრცელა.
როგორც ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა ნინო გოგუაძემ განაცხადა, თავდაცვის სამინისტროს განცხადება იყო ღირსების შემლახავი და საჭიროა, პასუხი გაეცეს აღნიშნული განცხადება არის უწყების ცუდი მენეჯმენტის შედეგი, თუ სხვა პროცესებს აქვს ადგილი.
თბილისში, პარლამენტის შენობაში სხდომების ჩატარებასთან დაკავშირებით გამოცხადებული ბოიკოტის დარღვევას აპირებენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, რომლებიც დღეს პარლამენტში მივლენ და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რატიანისგან განმარტებების გაკეთებას მოითხოვენ.
20 დეკემბერს თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც უკრაინაში საქართველოს მოქალაქის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახს მიუსამძიმრა. ამავდროულად, თავდაცვის სამინისტრომ პასუხისმგებლობა უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო წინა ხელისუფლებას დააკისრა.
21 დეკემბერს კი, თავდაცვის სამინისტრომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადება ოფიციალური ვებ-გვერდიდან წაშალა. 32 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც 2007-2008 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, უკრაინაში 18 დეკემბერს დაიღუპა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 909
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია