დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ხათუნა სამნიძე - საკრებულოს თანამდებობის პირებისათვის ყოველთვიური დანამატის გაცემის გადაწყვეტილება რეგლამენტის 49-ე მუხლის დარღვევაა
ავტორი:
2014/დეკემბერი/22 20:00:02
საკრებულოს თანამდებობის პირებისათვის ყოველთვიური დანამატის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს რეგლამენტის 49-ე მუხლის დარღვევაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნება – რესპუბლიკელების" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განუცხადა.
ხათუნა სამნიძემ საკრებულოს ბიუროს სხდომაზე დღეს მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა და განაცხადა, რომ ეს საკითხი ბიუროს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ წამოჭრა. ინიცირებული იყო საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის თედო კობახიძის მიერ. საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მიიღეს დოკუმენტი, რომლითაც საკრებულოს რეგლამენტის 49-ე მუხლი დაირღვა. ხათუნა სამნიძის განცხადებით, ბიუროს არ აქვს უფლებამოსილება რეკომედაცია გაუწიოს საკრებულოს თავმჯდომარეს.
"საკრებულოს თავმჯდომარეს თუ სურს, მას შეუძლია დანამტების გაცემასთან დაკავშირებით ერთპიროვნული პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს. თავმჯდომარეს მანამდეც ჰქონდა და ახლა ბიუროს წევრების ზურგით შეუძლია ბრძანებით დააწესოს დანამატი თანამდებობის პირებისთვის. აქ საუბარი არ არის აპარატის თანამშრომლებზე და საკრებულოს რიგით წევრებზე, საუბარია თავმჯდომარეზე, მის ორ მოადგილეზე, ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეებზე", – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.
მისივე თქმით, საკრებულოს თანამდებობის პირები პრივილეგიებით ისედაც სარგებლობენ. სამნიძემ აღნიშნა, რომ მისთვის უხერხულია საკრებულოს არჩევითი ორგანოს, საკრებულოს წევრის, პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის განცხადებები დატვირთულობის და ზეგანაკვეთური მუშაობის შესახებ. სამნიძე მიიჩნევს, რომ არჩევითი ორგანოს წევრი, დიახაც, ბევრს უნდა მუშაობდეს და ამისათვის ირჩევს მას მოსახლეობა. სამნიძემ ვერ დააკონკრეტა, თუ რა თანხებზე შეიძლება იყოს საუბარი. მისი თქმით, თანამდებობრივი სარგოს პროპორციულად საკრებულოს თავმჯდომარე შეძლებს ყოველთვიურად დანამატი მისცეს საკრებულოს თანამდებობის პირს, ეს შეიძლება იყოს ხელფასის 100% ან 50%, იმის მიხედვით, თუ როგორ გადაწყვეტს საკრებულოს თავმჯდომარე.
სამნიძის განცხადებით, საკრებულოს თანამდებობის პირთა ხელფასი დაახლოებით 2008 ლარია. მისივე თქმით, ბიუროს სხდომაზე იყო კამათი და მუქარის ტონიც გაისმა, რომ მას აღარ დაერიცხებოდა დანამატი. სამნიძე აცხადებს, რომ იგი თავად ამბობს უარს სახელფასო დანამატის მიღებაზე.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 912
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია