დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით საგანელიძე უცხოეთში ვიზიტებისას საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციების გადანაწილებით უკმაყოფილოა
ავტორი:
2014/დეკემბერი/22 18:00:02
უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე უცხოეთში ვიზიტებისას, საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციების გადანაწილებით უკმაყოფილოა. საგანელიძემ ეს უკმაყოფილება დღეს ბიუროს სხდომაზე დააფიქსირა.
საუბარია შვედეთში, 1-5 დეკემბერს განხორციელებულ ვიზიტზე, სადაც საქართველოს პარლამენტიდან ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი ეკა ბესელია, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდოიმარე გიორგი ცაგარეიშვილი გაემგზავრნენ. მათთან ერთად შვედეთში იმყოფებოდნენ დეპუტატები: ზვიად კვაჭანტირაძე, შალვა შავგულიძე, ტარიელ ლონდარიძე, ლევან ბეჟაშვილი, ფატი ხალვაში, გია ჟორჟოლიანი და ლევან ქარდავა.
საგანელიძე პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაინტერესდა, ვინ შეადგინა დელეგაციის შემადგენლობა და რატომ არ იყო არც ერთი დეპუტატი "მრეწველებიდან", კონსერვატორებიდან", "ეროვნული ფორუმიდან" და ე.წ. დამოუკიდებელი მაჟორიტარების ფრაქციიდან.
"თუკი მრავალპარტიულ დელეგაციაზეა საუბარი, კოალიციაში შემავალი სამი პარტიიდან მასში არც ერთი არ იყო, ხოლო "ქართული ოცნებიდან" იყო ხუთი დეპუტატი და "თავისუფალი დემოკრატებიდან" - ოთხი, რაც მიმაჩნია, რომ ძალიან არასწორი პროპორციაა. მომავლში ეს საკითხი იყოს გამოსწორებული", - განაცხადა დავით საგანელიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
უმრავლესობის ლიდერის კრიტიკული პოზიცია გაიზიარა "ეროვნული ფორუმის" წარმომადგენელმა სოსო ვახტანგაშვილმა.
როგორც აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განმარტა, დელეგაციის შემადგენლობა შვედეთის პარლამენტთან შეთანხმებით დამტკიცდა და ის დღის წესრიგით გათვალისწინებული თემების შესაბამისად განისაზღვრა. კერძოდ, კობახიძის თქმით, შვედეთში ვიზიტი ეხებოდა საკონსტიტუციო რეფორმას, ევროინტეგრაციის საკითხებს, ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე შექმნილ ახალ რეალობას, მართლმსაჯულების რეფორმას, თვითმმართველობის რეფორმას და გენდერულ თემებთან დაკავშირებულ საკითხებს და დეპუტატები აღნიშნული თემებიდან გამომდინარე შეირჩნენ. კობახიძემ ისიც აღნიშნა, რომ ეს იყო მეორე დელეგაცია, ხოლო პირველ დელეგაციაში ყველა ფრაქციიდან იყვნენ. "თუ თქვენ მეკითხებით, რატომ იყო წარმოდგენილი უმრავლესობა უმცირესობით, გეტყვით, რომ დელეგაციის შემადგენლობა ბევრად ადრე განისაზღვრა, ვიდრე ამ მხრივ პარლამენტში რაიმე შეიცვლებოდა", - აღნიშნა მანანა კობახიძემ.







წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1012
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია