დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საია მზადაა, ალექსანდრე გრიგოლაშვილის ოჯახის წევრებს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ საადვოკატო დახმარება გაუწიოს
ავტორი:
2014/დეკემბერი/21 15:30:02
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე თავდაცვის სამინისტროს განცხადებას "მორიგ, მაგრამ არა რიგით სირცხვილად" აფასებს.
კოჟორიძე Facebook-ში საკუთარ გვერდზე წერს, რომ საყდრისის ამბავზე იმდენი სამარცხვინო რამ მოისმინა, აღარ ეგონა, თუ ასე მალე და ასე ძალიან კიდევ რამე გააოცებდა, თუმცა თავდაცვის სამინისტრომ ეს შეძლო.
"სანამ ვებ-გვერდზე არ წავიკითხე, ვერ დავიჯერე, რომ უკრაინაში დაღუპულ მებრძოლზე, ალექსანდრე გრიგოლაშვილზე, ასეთი განცხადება გაკეთდა. ეჭვი გამიჩნდა, რომ საყდრისის სირცხვილის გადასაფარად თავდაცვის სირცხვილი მოიფიქრეს. იმ ვითარებაში, როდესაც, ერთის მხრივ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და მეორეს მხრივ, ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციებში საუბარია იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ნეიტრალური ინსტიტუტების არსებობას, რა ცუდია პოლიტიკური პოლარიზაცია ან თუნდაც მხოლოდ აღქმაც კი მართლმსაჯულების, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით წარმართვასთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტრო აკეთებს ამ განცხადებას. ვერ ვხვდები, რატომ ვერ ხვდებით, რომ ეს აზნიანებს სამინისტროს და ზოგადად ქვეყნის ინტერესებს. არ ვიცი, ეს განცხადება გაუაზრებელი უმეცრებაა თუ გააზრებული ,,მეცრება", მაგრამ ორიდან ერთი ნამდვილად არის და ორივე შემთხვევაში ეს დიდი პრობლემაა. სამინისტროს ლოგიკა არის ასეთი: რომ არა ყოფილი ხელისუფლების პროვოკაციები და ,,სხვადასხვა შეთავაზებები" ალექსანდრე გრიგოლაშვილი უკრაინაში საბრძოლველად არ წავიდოდა და არ დაიღუპებოდა. სინამდვილეში რა და როგორ იყო მე არ ვიცი, მაგრამ გაუგებარია, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით აღნიშნეთ ,,ხაზგასმით", რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილმა სიცოცხლე ან გაუაზრებელ პროვოკაციებს გადააყოლა ან ,,სხვადასხვა შეთავაზებებს"?! რატომ გამორიცხეთ ის, რომ ეს ადამიანი საკუთარი სურვილით, ზოგადად თავისუფლების იდეის დასაცავად იბრძოდა? ან რომ მას სჯეროდა, რომ უკრაინაში საქართველოს დამოუკიდებლობას იცავდა? რატომ ვერ ხვდებით, რომ ეს განცხადება შეურაცხყოფს მის პატივს და ღირსებას?! სკოლაში, საქართველოს ისტორიისა თუ ლიტერატურის გაკვეთილებზე ასე ვისწავლე, რომ მტრის გარდაცვლილ მებრძოლს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო და თქვენ საკუთარ მოქალაქეს ასე ხელაღებით რატომ შეურაცხყოფთ?", - წერს კოჟორიძე.
ამასთან, საია მზადყოფნას გამოთქვამს, ალექსანდრე გრიგოლაშვილის ოჯახის წევრების სურვილის შემთხვევაში, მათ საადვოკატო დახმარება გაუწიოს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, გარდაცვლილის სახელისა და ღირსების დასაცავად.
"თუ რატომ ლახავს გარდაცვლილი მებრძოლის სახელს და ღირსებას თავდაცვის სამინისტროს ეს მართლაც სამარცხვინო განცხადება, ამას ღრმა ანალიზი აღარ სჭირდება, ამას ისედაც ყველა ხვდება, თავდაცვის სამინისტროს ერთი თუ ზოგიერთი ჩინოვნიკის გარდა. ძალიან მინდა, რომ ეს არ იყოს მინისტრის პოზიცია. ბატონო მინდია, ოფიციალურად თქვით, რომ ეს თქვენი პოზიცია არაა და სასწრაფოდ წაშალეთ ეს სირცხვილი სამინისტროს ვებ-გვერდიდან. არ ვიცი, რაიმე მიზეზი მოიფიქრეთ, მაგალითად თქვით, რომ სამინისტროს იმიჯის შელახვის მიზნით ეს განცხადება დაწერა თქვენს უწყებაში ჯერ კიდევ შემორჩენილმა რომელიღაც დაუდგენელმა "ნაციონალმა" ან ამ "ნაციონალთან" დაძმაკაცებულმა ალასანიას გუნდის წევრმა და თქვენთან შეუთანხმებლად ვებ-გვერდზე დადო. ან ამ განცხადების მიზეზებს გრიფი დაადეთ, არაფერი თქვათ, უბრალოდ წაშალეთ", - აცხადებს კოჟორიძე.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 989
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია