დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თამარ ბერუჩაშვილმა ესტონეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
ავტორი:
2014/დეკემბერი/19 13:00:02
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ესტონეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდამჭერია. ამის შესახებ თამარ ბერუჩაშვილმა თავის ესტონელ კოლეგა ქეით პენტუს-როსიმანუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას, ასევე ისაუბრეს იმაზეც, როგორც უნდა გაღრმავდეს კიდევ უფრო ურთიერთობები.
"განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესზე. ესტონეთი მტკიცე მხარდამჭერია საქართველოს ამ მისწრაფებების და ეს მხარდაჭერა მათ მთავრობის წევრების განცხადებებში არაერთხელ გამოიხატა. ასევე გამოიხატა მათი პარლამენტის რიგ დადგენილებებში", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
მისივე თქმით, კოლეგასთან შეხვედრაზე ასევე ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, ასევე რეგიონში არსებულ გამოწვევებზე. როგორც თამარ ბერუჩაშვილმა აღნიშნა, მისი ესტონელი კოლეგა იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ე.წ. ხელშეკრულება გაფორმებისთანავე მკაცრად დაგმო.
თამარ ბერუჩაშვილმა ესტონეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენტიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ასევე აღნიშნა, რომ ესტონეთის პარლამენტმა ერთ-ერთმა პირველმა მოახდინა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება.
"შეხვედრაზე ვისაუბრეთ ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესზე, ასევე იმაზე თუ რა გეგმები გვაქვს რიგის სამიტზე. აღინიშნა, რომ განსაკუთრებული პრიორიტეტი ენიჭება ნატო-ს უელსის სამიტზე მიღებულ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციას და მოხარული ვართ, რომ ესტონეთი წვლილს შეიტანს ამ საქმეში", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ესტონეთის საექსპერტო გამოცდილება, რომელიც უკვე ხორციელდება და რიგ სამინისტროებში ესტონელი მრჩევლები ძალიან კონკრეტულ საკითხებზე მუშაობენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 973
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია