დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თამარ ბერუჩაშვილი - ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია მთელ რიგ უმნიშვნელოვანეს გზავნილებს მოიცავს
ავტორი:
2014/დეკემბერი/19 10:30:02
საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილის შეფასებით, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუცია "მთელ რიგ მნიშვნელოვან გზავნილებს" მოიცავს.
"გუშინ ევროპარლამენტმა შეთანხმების რატიფიკაციასთან ერთად მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რაც ასევე მნიშვნელოვანი მოვლენაა. რეზოლუცია მხარდამჭერი ხასიათისაა და მოიცავს მთელ რიგ უმნიშვნელოვანეს გზავნილებს. მათ შორის ევროპარლამენტი: ხაზს უსვამს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას; აღიარებს, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის, კერძოდ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციას და ამით არღვევს საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ფუნდამენტურ ნორმებს და პრინციპებს; მკაცრად გმობს რუსეთის უკანონო ქმედებებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. ხაზს უსვამს, რომ ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია არ არის საბოლოო მიზანი; აღიარებს, რომ საქართველოს, როგორც ნებისმიერ სხვა ევროპულ სახელმწიფოს, გააჩნია ევროპული პერსპექტივა და უფლება აქვს წარადგინოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე; მიესალმება საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებს, რომლებიც მიმართულია სტაბილურობისა და დამოუკიდებლობის, დემოკრატიული ინსტიტუტების ეფექტურობის, კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის გაძლიერებისა და ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვისკენ. მხარს უჭერს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დროულად შემოღებას და მიესალმება საქართველოს აქტიურ მონაწილეობას ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ იანოშ ჰერმანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისივე განმარტებით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოცემულია ასევე რეკომენდაციები ქვეყანაში რეფორმების პროცესის შემდგომი გაგრძელების თაობაზე, კერძოდ, კანონის უზენაესობის, კარგი მმართველობის, დამოუკიდებელი სასამართლოს გაძლიერების, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის სფეროში.
"მსურს აღვნიშნო, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროპული ფასეულობების ერთგულია და მზად არის მეტი აქტიურობით გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმები ევროპული დღის წესრიგის მიხედვით. ამ პროცესში, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ ჩვენი პარტნიორების, მათ შორის ევროპარლამენტის რეკომენდაციებს", - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 949
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია