დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზვიად კვაჭანტირაძე - ჩვენ დავადექით გზას, რომლის ლოგიკური დასასრული საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაა
ავტორი:
2014/დეკემბერი/18 16:30:06
ჩვენ დავადექით გზას, რომლის ლოგიკური დასასრული საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება იქნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად კვაჭანტირაძემ ევროპარლამენტის მიერ საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების დასრულების შემდეგ განუცხადა. კვაჭანტირაძის შეფასებით, უდავოდ განსაკუთრებული ისტორიული დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში.
"დღევანდელი რეზოლუციის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია ჩანაწერი, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა და მას აქვს ევროპული პერსპექტივა. ამას გარდა, უამრავი დადებითი ჩანაწერია. არის გარკვეული კრიტიკული ნოტებიც, რომელიც შესასწავლია", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
რაც შეეხება ევროპარლამენტში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ყოფნას, კვაჭანტირაძის განმარტებით, უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს წარმოადგენდა მოქმედი პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტარები. ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის მოპირდაპირე მხარეს არის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო, რომელმაც, მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს განაჩენი გამოუტანა, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავეს სანდრო გირგვლიანის საქმეზე.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 974
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია