დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სატელევიზიო კომპანიების წარმომადგენლები კანონში დაგეგმილ ცვლილებებში ფინანსური დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეს ხედავენ
ავტორი:
2014/დეკემბერი/18 14:30:02
სატელევიზიო კომპანიების წარმომადგენლები მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებში სარეკლამო ბაზრის დაზარალების და ფინანსური დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეს ხედავენ.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადების განხილვა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მიმდინარეობს. განხილვაში თითქმის ყველა ტელეკომპანიის ხელმძღვანელი პირი მონაწილეობას.
ტელეკომპანიების წარმომადგენლები მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ამ ეტაპისათვის ტელევიზიები დაგეგმილი ახალი რეგულაციებისთვის მზად არ არიან.
პროექტით შემოთავაზებული მთავარი სიახლე კომერციული რეკლამის განთავსებას, საათობრივი ლიმიტის დაწესებას ითვალისწინებს, რაც თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ საათში კომერციული რეკლამის განთავსება დაახლოებით მხოლოდ 15 წუთი შეიძლება მოხდეს. გარდა ამისა, პროექტით შემოთავაზებულია, რომ ახალი ამბების პროგრამა რეკლამით, ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არაუმეტეს 30 წუთში ერთხელ. ასევე, საბავშვო პროგრამა, რომელიც 30 წუთზე ნაკლებია, რეკლამით, ან ტელეშოპინგით არ შეიძლება შეწყდეს, ხოლო საბავშვო პროგრამა, რომელიც 30 წუთზე მეტია, რეკლამით შეიძლება შეწყდეს მხოლოდ 30 წუთში ერთხელ.
ანალოგიური რეგულაციაა შეთავაზებული მხატვრული ფილმის რეკლამით წყვეტასთან დაკავშირებით.
როგორც მარეგულირებელი კომისია განმარტავს, სარეკლამო ბაზრის ახლებული რეგულაციებით მოწესრიგება ევროდირექტივას უკავშირდება და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საჭიროა აუდიოვიზუალური სერვისის მიწოდება. მათი განმარტებით, ინიციატივა უკეთესად დაარეგულირებს სამაუწყებლო ეთერში სარეკლამო ჭრების განთავსების ოდენობას, რაც თავის მხრივ, არც მაუწყებლებს შეუქმნის პრობლემას და ამავე დროს დადებითად აისახება მომხმარებელზე იმის გათვალისწინებით, რომ მომხმარებლები პრეტენზიას გამოთქვამენ ძალიან ხანგრძლივ სარეკლამო ჭრებთან დაკავშირებით.
კანონპროექტი პარლამენტში ინიცირებული არ არის. სწორედ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე გადაწყდება მისი ინიცირების საკითხი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 924
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია