დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ჩარლზ ტანოკი – მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შერჩევით სამართალზე გვაქვს ეჭვი
ავტორი:
2014/დეკემბერი/18 10:30:02
ევროპარლამენტარი, კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის წევრი ჩარლზ ტანოკი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, შერჩევით სამართალზე აქვთ ეჭვი. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რეზოლუციის საკითხზე გამართული დებატებისას განაცხადა.
"ვგმობთ ყოფილი მთავრობის წევრების წინააღმდეგ დაწყებულ სასამართლო პროცესებს, გვაქვს ეჭვი შერჩევით სამართალზე ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით", - განაცხადა ჩარლზ ტანოკმა.
ევროკომისარმა, სანდრა კალნიეტემ კი პოლიტიკური კონსესუსის შესახებ ისაუბრა.
"საქართველოს მთავრობამ აუცილებლად უნდა უზრუნველყოს ის, რომ მიმდინარე გამოძიებები არ იყოს სელექციური, რადგან ჩვენ ყველამ ვიცით, რომ დღევანდელი ოპოზიცია შეიძლება ხვალ მთავრობა გახდეს. ეს ის გზავნილია, რომელიც თანაბრად ეხება წინა და არსებულ მთავრობებს საქართველოში. ჩვენს რეზოლუციაში წერია, რომ საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივა და მას შეუძლია განაცხადი გააკეთოს წევრობაზე", - განაცხადა სანდრა კალნიეტემ.
კიდევ ერთმა ევროპარლამენტარმა, მარეკ იურეკმა კი აღნიშნა, რომ დებატები, რომელიც მიმდინარეობს და გადაწყვეტილებას, რასაც მიიღებენ, რამდენიმე წლით არის დაგვიანებული.
"საქართველოსთვის ასოცირებული წევრობა 2008 წელს, რუსეთის აგრესიის შემდეგ უნდა ყოფილიყო შეთავაზებული", - განაცხადა მარეკ იურეკმა.
ევროპარლამენტი საქართველოსთან მიმართებაში რეზოლუციას დღეს მიიღებს. ევროპარლამენტი დღესვე საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენს.
ევროპარლამენტარების სიტყვით გამოსვლა "რუსთავი 2"-მა გაავრცელა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 997
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია