დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კონსტანტინე ქავთარაძემ შვედ მეცნიერებსა და მედიკოსებთან შეხვედრა გამართა
ავტორი:
2014/დეკემბერი/17 16:00:03
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა შვედეთში კონსტანტინე ქავთარაძემ შვედ მეცნიერებსა და მედიკოსებთან შეხვედრა გამართა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, კონსტანტინე ქავთარაძემ მსოფლიოში ცნობილი სტოკჰოლმის "კაროლინსკას" საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორს, ბენგტ ბიორკსტენს, შვედეთის ბავშვთა ონკოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელს, დოქტორ სტეფან სოდერჰელმს, ასევე კლინიკის წამყვან ონკოლოგებს დოქტორ პერ კოგნერს, არია ჰარილა-საარის და მატს ჰეიმანს უმასპინძლა.
"შეხვედრაზე საუბარი შვედეთის ონკოლოგიურ კლინიკებში საქართველოდან პაციენტების, განსაკუთრებით, ბავშვების, სამკურნალოდ გაგზავნის შესაძლებლობებს შეეხო. ელჩმა სტუმრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი "სოლიდარობის ფონდის" პრეზენტაცია წარუდგინა. ელჩმა შვედ მეცნიერებს ფონდთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება შესთავაზა. შეხვედრისას მხარეებმა აღნიშნეს, რომ სამედიცინო მომსახურებასთან ერთად, ამგვარი თანამშრომლობა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის სფეროში შვედური გამოცდილების გაზიარების კარგი საშუალება იქნება. შვედმა მედიკოსებმა დაინტერესება გამოხატეს "სოლიდარობის ფონდის" საქმიანობისადმი. მათი თქმით, მიღებულ ინფორმაციას განიხილავენ თავიანთ კოლეგებთან და საელჩოს მიაწვდიან მოსაზრებებს როგორც ონკოლოგიურად დაავადებული პაციენტების შვედეთში მკურნალობის შესაძლებლობების, ასევე, ამ სფეროში სამეცნიერო კავშირების განვითარების შესახებ. აღსანიშნავია, რომ სტოკჰოლმის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი ბენგტ ბიორკსტენი უკვე რამდენიმე წელია საქართველოში სხვადასხვა სამედიცინო პროექტს ახორციელებს", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.
შვედ მედიკოსებთან შეხვედრა შვედეთში საქართველოს საელჩოს შენობაში გაიმართა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1006
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია