დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ევროკავშირის წარმომადგენლობაში ინფორმაცია არ აქვთ, დაესწრება თუ არა სააკაშვილი ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას
ავტორი:
2014/დეკემბერი/17 12:30:02
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილის, ბორის იაროშევიჩის ინფორმაციით, ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციაზე რიგი პერსონები, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტი მიიწვია. თუმცა ის არ ფლობს ინფორმაციას, თუ ვინ დაესწრება ღონისძიებას.
"დღეს ევროპარლამენტი განიხილავს საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას და ხვალ, როგორც ცნობილია, იქნება კენჭისყრა. ჩვენ ველოდებით, რომ ეს კენჭისყრა გამოხატავს სრულ მხარდაჭერას რატიფიცირებისადმი. პარლამენტმა დაპატიჟა რიგი სტუმრები, დაგზავნილ იქნა მოსაწვევები. მე ვიცი, რომ საქართველოს პარლამენტი იქნება წარმოდგენილი, რაც, ბუნებრივია. სხვა სტუმრების შესახებ კი არ მაქვს ინფორმაცია, ვინ დაესწრება", - განაცხადა ბორის იაროშევიჩმა. მისივე თქმით, ევროპარლამენტმა რატიფიკაციაზე მიიწვია ყოფილი პრეზიდენტიც, თუმცა ინფორმაცია არ აქვს, ის აპირებს თუ არა დაესწროს სხდომას.
ბორის იაროშევიჩის განცხადებით, ევროპარლამენტი ასევე განიხილავს რეზოლუციის როლს საქართველოს შესახებ, რომელშიც მიესალმება ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას. ასევე მასში ხაზგასმულია საქართველოსთან დაკავშირებული პოზიტიური საკითხები და ასევე საუბარია გარკვეულ პრობლემებზე კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით.
ევროპარლამენტის მიერ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას 18 დეკემბერს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრება. ამის შესახებ "რუსთავი 2"-თან საუბარში ევროპის სახალხო პარტიის წევრმა იაცეკ სარიუშ ვოლსკიმ განაცხადა. მისივე განმარტებით, სტრასბურგში სააკაშვილის მიწვევა სწორედ ევროპის სახალხო პარტიის მიერ მოხდა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1023
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია