დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელებას მიესალმება
ავტორი:
2014/დეკემბერი/17 11:30:01
საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელების თაობაზე ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას მიესალმება. ამის შესახებ ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. საგარეო უწყება ადასტურებს მისიასთან და მის ხელმძღვანელთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნას.
"საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას. როგორც საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმი, მისია წარმოადგენს ვითარების შესაძლო ესკალაციის აღკვეთის ინსტრუმენტს და ამრიგად არის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მყარი გარანტორი.
სამწუხაროდ, საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი მოწოდების მიუხედევად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას კვლავაც არ ეძლევა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებული მანდატის შესრულებისა და აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა, რაც წარმოადგენს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევას", - აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი ორი წლით, 2016 წლის 14 დეკემბრამდე გაგრძელდა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1108
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია