დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის წევრებს წერილს უგზავნის
ავტორი:
2014/დეკემბერი/17 00:00:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის წევრებს წერილს უგზავნის. წერილში, რომელსაც პრემიერის პრესსამსახური აქვეყნებს , ირაკლი ღარიბაშვილი 18 დეკემბერს დაგეგმილ, საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის პროცესზე საუბრობს და ევროპარლამენტს ქართველი ხალხის სახელით წინასწარ უხდის მადლობას მხარდაჭერისთვის იმ კრიტიკულ მომენტში, რომელიც "ჩვენი ერის ისტორიასა და მთლიანად ევროპის რეგიონშია".
"აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა იდგა ბევრი გამოწვევის წინაშე, მაგრამ ჩემმა ქვეყანამ მას წარმატებით გაუძლო და ევროკავშირს შეუძლია ამით იამაყოს. მუხედავად უზარმაზარი ზეწოლისა, საქართველო წელში გაიმართა და გამართულად დგას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეფორმებთან დაკავშირებული კანონპროექტები ყველა სექტორში. მათი მიზანია, კანონის უზენაესობისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფა. საქართველო დაუახლოვდა ევროპულ სტანდარტებს, ჩვენ შეგვექმნა ბევრი პრობლემა, მაგრამ მტკიცედ ვდგავართ სწორ გზაზე.
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება უზრუნველყოფს რეფორმების პროცესის გაგრძელებას და შემდგომში ევროპაში ინტეგრაციის პერსპექტივას, რომელიც ხალხმა და ქვეყნის ლიდერებმა განსაზღვრეს და რომლის მისაღწევადაც ვიბრძვით.
შეთანხმების რატიფიკაციას აქვს უდიდესი პოლიტიკური და სიმბოლიური მნიშვნელობა საქართველოსთვის და იმედი მაქვს, ეს ხელს შეუწყობს, რათა მას ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებმაც მიბაძონ. ამ შეთანხმების სრულად ამოქმედება იქნება სიგნალი ევროკავშირისა და საქართველოსი, რომ ხელი შეუწყოს და დაიცვას ჩვენი საერთო ღირებულებები და ვალდებულებები. ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელოვანი შედეგი – თავისუფალი მიმოსვლა მოუტანს სარგებელს ჩვენს ხალხს, გრძელვადიან პერსპექტივაში კი ეს იქნება ხელშემწყობი რეგიონული მშვიდობის, დემოკრატიისა და კეთილდღეობის.
ერთად მუშაობით, ძვირფასო მეგობრებო, ეს არის ჩემი გულწრფელი რწმენა, რომ ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ახალი გამყოფი ხაზების შექმნა ჩვენს კონტინენტზე და უზრუნველვყოთ უკეთესი მომავალი მომავალი თაობებისთვის.
კიდევ ერთხელ მადლობა თქვენი მხარდაჭერის გაგრძელებისთვის", - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროპარლამენტისადმი გაგზავნილ წერილში.
ეს არის პრემიერის წერილის არაოფიციალური თარგმანი. ოფიციალურ თარგმანს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური გაავრცელებს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1067
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია