დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სერგეი ლავროვი - აშშ რუსეთში დესტაბილიზაციასა და ხელისუფლების შეცვლას სანქციებით ცდილობს
ავტორი:
2014/დეკემბერი/16 20:30:03
არსებობს სერიოზული მიზეზები ვიფიქროთ, რომ აშშ სანქციების მეშვეობით ცდილობს რუსეთში დესტაბილიზაციასა და ხელისუფლების შეცვლას. "იტარ-ტასის" ინფორმაციით , ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეარხ "France 24"-ს განუცხადა.
მისივე თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსი ამას არც კი მალავს. მინისტრმა, მთლიანობაში, ანტირუსულ სანქციებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ისინი რუსეთს ზიანს აყენებს და მისგან სიამოვნებას არავინ იღებს. "მაგრამ ეს ჩვენი პრობლემა არ არის, არამედ ევროკავშირის, ამერიკისა და სხვა ქვეყნების პრობლემაა", - განაცხადა მინისტმა.
ლავროვის თქმით, რუსეთი არა მხოლოდ გადაიტანს დასავლეთის სანქციებს, არამედ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება. "როგორც ამერიკის ვიცეპრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა საჯაროდ განაცხადა, ეს აშშ-მ უბრძანა ევროპას მიერთებოდა რუსეთის საწინააღმდეგო საქნციებს. სამწუხაროდ, რამდენიმე წლის განმავლობაში გადავაფასეთ ევროკავშირის და ზოგიერთი ევროპული ქვეყნის დამოკიდებულება. ეს გეოპოლიტიკაა", - აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, ისტორიულად, რუსეთი არაერთხელ აღმოჩენილა გაცილებით რთულ ვითარებაში და ყოველთვის გამოდიოდა ამ პერიპეტიებიდან გაცილებით უფრო გაძლიერებული.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1047
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია