დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ონოფრიშვილი - სოზარ სუბარს ალბათ კომფორტულად ყოფნა სურს
ავტორი:
2014/დეკემბერი/16 17:00:03
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, დავით ონოფრიშვილის განმარტებით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან დაკავშირებით ბიუჯეტის შესრულებაზე მის მიერ დასახელებული ციფრები ხაზინის მონაცემებს ეყრდნობა.
დავით ონოფრიშვილი სოზარ სუბარის დღევანდელ გაცხადებას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიუღებელია, როცა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან პარლამენტის მისამართით ამგვარი შეფასება კეთდება.
"პარლამენტის სესიაზე აღვნიშნე, რომ დევნილთა და განსახლების სამინისტროს საბიუჯეტო ხარჯების შესრულების მხრივ ჩამორჩენა აქვს. ამ მხრივ აღნიშნული სამინისტრო ერთადერთი არ არის, მაგრამ მასზე ყურადღება სწორედ იმიტომ გავამახვილე, რომ მიმდინარეობდა დევნილთა გამოსახლების პროცესი და დავინტერესდი, რა ხდება სამინისტროში, როცა ხალხი საახალწლოდ უნდა გამოასახლონ. როდესაც სოზარ სუბარი ამბობს, რომ თურმე მე ტყუილს ვამბობ, ეს აბსურდია, რადგან პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ოპერირებს ხაზინის ციფრებით. ანუ, თუკი ეს ტყუილია, ეს ყოფილა ფინანსთა სამინისტროს, ან ხაზინის ტყუილი. 11 თვის განმავლობაში შესრულებულია ბიუჯეტის 60%. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაგეგმილი ბიუჯეტი არის 48 მილიონ ლარზე ცოტა მეტი და ხაზინის მონაცემებით, შესრულდა ამის 60%. ამასთან, სამინისტროს ბიუჯეტის დიდი ნაწილის ხარჯებს ჰქვია "განსახლების ადგილებში დევნილთა შენახვა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება". ეს ერთ-ერთი პრინციპული ხარჯია, რომელიც 11 თვის განმავლობაში ათვისებულია 57%-ის ფარგლებში", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ონოფრიშვილმა.
დეპუტატის შეფასებით, დამატებით კითხვებს იწვევს სოზარ სუბარის მხრიდან აქცენტის იმაზე გაკეთება, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციური ძალის წარმომადგენელია.
დავით ონოფრიშვილმა პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ პარლამენტის და მისი კომიტეტების ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლია და აქვე აღნიშნა, რომ გერმანიაში, ესპანეთში, იტალიაში, ირლანდიაში, პოლონეთში, პორტუგალიასა და ნორვეგიაში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებს სწორედ ოპოზიციური ძალის წარმომადგენელი ხელმძღვანელობს.
"ალბათ, სოზარ სუბარს კომფორტულად სურს ყოფნა", - აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა.
ოკუპირებული ტერიტორებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციონერი არ უნდა იყოს.
ამის შესახებ სოზარ სუბარმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლის, დავით ონოფრიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, დევნილთა სამინისტროს თანხების ხარჯვის პრობლემა აქვს.
სუბარის თქმით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება არის სიცრუის ტირაჟირება.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1031
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია