დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თამარ ბერუჩაშვილი წმიდა საყდრის ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა
ავტორი:
2014/დეკემბერი/15 17:00:02
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ, წმიდა საყდრის ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის საბჭოს პრეზიდენტს, კარდინალ კურტ კოხს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო-წმიდა საყდარს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. ხაზი გაესვა არსებულ ისტორიულ კავშირებს და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობას.
მინისტრის მხრიდან აღინიშნა, რომ მიმდინარე ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსა და ვატიკანს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების განმტკიცების თვალსაზრისით.
მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს კულტურულ, ჰუმანიტარულ და საგანმანათლებო სფეროებში არსებული მჭიდრო ურთიერთობებთან დაკავშირებით და განიხილეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.
შეხვედრაზე კარდინალ კოხს მიეწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების გახშირებულ ფაქტებსა და იქ არსებულ რთულ მდგომარეობაზე, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა მადლობა გადაუხადა კარდინალს საქართველოსთვის გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. ვატიკანის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართ. მან აღნიშნა, რომ საქართველოს, უძველესი ქრისტიანული ღირებულებების მქონე ქვეყნის, ევროკავშირისკენ - ევროპული ოჯახისკენ სწრაფვა, საკუთარ ფესვებთან დაბრუნებაა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1079
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია