დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კალაძე - ვფიქრობ, უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება, საქართველო გახდეს ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი
ავტორი:
2014/დეკემბერი/15 15:30:03
ვფიქრობ, უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება, საქართველო გახდეს ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კახი კალაძე გამოეხმაურა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების საკითხს. მისი თქმით, პროცესი გრძელდება და საქართველოს ხელისუფლება ამას მიესალმება.
"ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული. ის, რომ ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, არის კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი, კიდევ ერთი სერიოზული განაცხადი იმისა, რომ ჩვენ ვუახლოვდებით ქართველი ხალხის იმ გადაწყვეტილებას, არჩევანს, რასაც ჰქვია ევროკავშირის დიდი ოჯახი. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში, შესაძლებელი იქნება საქართველო გახდეს ამ დიდი ოჯახის წევრი", - განაცხადა კახი კალაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1016
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია