დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"თავისუფალი დემოკრატები" საყრდისის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ბარბაროსობად აფასებს
ავტორი:
2014/დეკემბერი/15 09:00:02
კომპანია "არემჯის" მიერ საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებით, "თავისუფალი დემოკრატები" განცხადებას ავრცელებენ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დღეს, საქართველოში, ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ვინც ვერ აცნობიერებს, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის პრობლემა აშკარად ცდება მეცნიერული ან ქონებრივი დავის ფარგლებს და მთელი სიგრძე-სიგანით აყენებს ჩვენი ხელისუფლების, მთელი ჩვენი საზოგადოების მორალური და ფასეულობითი სისტემის საკითხს.
"საზოგადოების ერთი ნაწილი, საყდრისის დაცვის კომეტეტი, რომელიც ყაჩაღიანის ბორცვის დანგრევის წინააღმდეგია, მიიჩნევს, რომ ოქროს მომპოვებელთა (RMG GOLD) მიერ ნადგურდება ისტორიული და კულტურული ძეგლი. ეს ადამიანები ითხოვენ რაციონალურ, მეცნიერულ დასაბუთებას, მხოლოდ რომლის საფუძველზეც იქნებოდა კანონიერი საყდრისში განახლებული სამუშაოები. ამიტომ, მათი მოთხოვნა აბსოლუტურად სამართლიანია, მისი უგულებელყოფა კი საზოგადოების საფუძვლიანი და კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფას ნიშნავს. თუნდაც მხოლოდ ამიტომ ვუერთდებით ყაჩაღიანის ბორცვის განადგურების წინააღმდეგ გამოთქმულ პროტესტს.
ამავე დროს, მართლაც არსებობს ქართველი და ევროპელი მკვლევრების მიერ დასაბუთებულად მიჩნეული თვალსაზრისი, რომლის თანახმად საყდრისში აღმოჩენილია უძველესი ოქროს საბადო, რის გამოც ყაჩაღიანის ბორცვი არა მხოლოდ არქეოლოგიური ობიექტია, არამედ მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. ვიდრე ეს მტკიცება არ გაქარწყლდება არანეკლებ კომპეტენტური და საფუძვლიანი მეცნიერული შესწავლით, არავითარი უფლება არ გვაქვს, გასანადგურებლად გავიმეტოთ საყდრისი, რათა არ მივაყენოთ გამოუსწორებელი ზიანი, როგორც ჩვენს ეროვნულ, ასევე მსოფლიო კულტურასა და ისტორიას. ასე არ იქცევიან ცივილიზებულ ქვეყნებში. გარდა იმისა, რომ, ეს არის ძალადობა საკუთარ კულტურაზე და საკუთარ მოქალაქეებზე, ეს არის ნამდვილი ბარბაროსობა.
ამრიგად, როგორც საზოგადოების სამართლიანი მოთხოვნის აბუჩად აგდება, ასევე თუნდაც მხოლოდ სავარაუდო მსოფლიო კულტურის ძეგლის განადგურება, ცივილიზებული სამყაროს ძირითადი ნორმების წინააღმდეგ მიმართულ, არსებითად ანტიევროპულ ტენდენციას ამჟღავნებს, რომელთა განმახორციელებლად ამ შემთხვევაში გვევლინება არა პროკურატურა, არამედ კულტურის სამინისტრო და შესაბამისად მთავრობა.
სამწუხაროა, რომ ამას ჩადის `ქართული ოცნების" ხელისუფლება, რითაც "ნაციონალების" მმართველობის სტილსა და ტრადიციას აგრძელებს. ესეთი რამ კი არავის ეპატიება", - ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1091
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია