დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პავლე კუბლაშვილი - კულტურის სამინისტროს მთავარი ფუნქცია ძეგლთა დაცვაა
ავტორი:
2014/დეკემბერი/14 19:00:02
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი პავლე კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ კულტურის სამინისტროს მთავარი ფუნქცია ძეგლთა დაცვაა . ასე ეხმაურება კუბლაშვილი საყდრისის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელ "ფეისბუქში".
"კულტურის სამინისტროს ფუნქცია არ არის ჯაზ-ფესტივალის ხელშეწყობა, ეს კომერციული პროექტია და მინისტრობის გარეშეც ახორციელებდა ბატონი გიორგაძე. კულტურის სამინისტროს მთავარი ფუნქცია ძეგლთა დაცვაა და კონტროლი იმაზე, რომ ეკონომიკური ინტერესების გამო საფრთხე არ შეექმნას კულტურის ძეგლებს.
ამიტომ, დღეს სწორედ კულტურის მინისტრი უნდა ესაუბრებოდეს საზოგადოებას იმაზე, თუ რატომ მოუხსნა უძველეს ოქროს საბადოს კულტურის ძეგლის სტატუსი, უკავშირდებოდა თუ არა ამ ძეგლზე განხორციელებული აფეთქებები უჩა მამაცაშვილს და დგას თუ არა მის უკან ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ინტერესები. კითხვები ბევრია. მინისტრი ჯერჯერობით იმალება", - წერს პავლე კუბლაშვილი.
კომპანია "არემჯიმ" საყდრის-ყაჩაღიანის #1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები გუშინ განაახლა, რასაც საპროტესტო აქციბი მოჰყვა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 981
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია