დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჯეიმს სტავრიდისი ნატო-ს უკრაინის სამხედრო დახმარებისკენ მოუწოდებს
ავტორი:
2014/დეკემბერი/13 12:30:02
ნატო-ს გაერთიანებული ძალების ყოფილი სარდალი ევროპაში, ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს უკრაინის სამხედრო დახმარებისკენ მოუწოდებს.
"გარდიანის" ინფორმაციით, როგორც ჯეიმს სტავრიდისმა განაცხადა, ალიანსმა კიევში სამხედრო მრჩევლები უნდა გააგზავნოს და არ შეზღუდოს კიევისთვის არალეტალური შეიარაღების მიწოდება.
"ვფიქრობ, ჩვენ მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება უნდა გავუწიოთ უკრაინელ სამხედროებს და არ უნდა შევიზღუდოთ უკრაინისთვის არალეტალური იარაღის მიწოდებაში. ჩვენ უნდა მივაწოდოთ მათ საბრძოლო მასალა, საწვავი და დახმარება აღმოვუჩინოთ ლოჯისტიკის სფეროში. ჩემი აზრით, ასევე დიდი მნიშვნელობა ექნება უკრაინისთვის კიბერუსაფრთხოების სფეროში დახმარებას და მრჩევლების გაგზავნას", - აღნიშნა ამერიკელმა ადმირალმა, რომელიც ნატო-ს გაერთიანებულ ძალებს ევროპაში 2009-2013 წლებში ედგა სათავეში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1070
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია