დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზაზა ხატიაშვილი - ბიძინა ივანიშვილს ნათლიმამას როლის თამაში არ გამოსდის
ავტორი:
2014/დეკემბერი/12 14:30:02
თუ ბიძინა ივანიშვილს მოეწონა ODIHR-ის დასკვნაში რომელიმე რეკომენდაცია, გასცემს ბრძანებას და პარლამენტი გამოასწორებს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამ დასკვნაში ასახულია რეალობა და ეს რეალობა ბიძინა ივანიშვილის ნების შემთხვევაში გამოსწორდება.
"თუ ბიძინა ივანიშვილს მოეწონება ამ დასკვნაში რომელიმე რეკომენდაცია, გასცემს ბრძანებას და პარლამენტი გამოასწორებს. მახსენდება ძალიან კარგი ფილმი "ნათლიმამა". მარლონ ბრანდო თამაშობდა ნათლიმამის როლს, ბიძინა ივანიშვილს კი ამ როლის თამაში არ გამოსდის", - აღნიშნა ხატიაშვილმა.
მისივე თქმით, ამ დასკვნაში ნათქვამია, რომ სამართლიანი სასამართლო არ არის, რაც ახალი არ არის.
"წლების მანძილზე ხდებოდა ზეწოლა სასამართლოზე და ეს ტენდენცია გრძელდება. ხშირად ვუსმენ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს, რომ ზეწოლა მოიხსნა. თუმცა, როდესაც ადვოკატებს არ აძლევენ სისხლის სამართლის მასალებს და შემდეგ ამ მასალებს, რომელსაც გრიფით საიდუმლო ადევს, იხილავენ მთავრობის სხდომაზე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანალიძე ასკვნის არის თუ არა დანაშაულის ნიშნები ამ საქმეში, ეს არის ზეწოლა როგორც სასამართლოზე ასევე პროკურატურაზე. მეორე მომენტია, რომ პირი ჯერ არ დაუკავებიათ და ხელისუფლების წარმომადგენლები გამოდიან და აცხადებენ, რომ მან ჩაიდინა დანაშაული. ეს მოსამართლისთვის არის მესიჯი, რომ მან ეს ადამიანი რადაც არ უნდა დაუჯდეს, უნდა გაამტყუნოს. ასეთმა დაუფიქრებელმა განცხადებებმა გამოიწვია ეს დასკვნა. თვითონ სასამართლოში გამოჯანსაღდა მდგომარეობა. გამამართლებელი განაჩენის რიცხვი 300-400%-ით გაიზარდა. გამოჩნდნენ მოსამართლეები, რომლებიც არ ასრულებენ სახელმწიფოსა და პროკურატურის დავალებებს", - განაცხადა ხატიაშვილმა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1023
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია