დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ევროკომისია საქართველოს 46 მილიონ ევროს გამოუყოფს
ავტორი:
2014/დეკემბერი/12 11:00:02
ევროკომისია საქართველოს მაკროფინანსური დახმარების სახით 46 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ევროკომისიის ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი მოაწერა ევროკომისარმა ეკონომიკისა და ფინანსების საკითხებში პიერ მოსკოვიცმა.
"ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკურ რეფორმებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მიერ მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა და რეფორმების გაზრდას, ასევე ევროკავშირთან მჭიდრო ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მცდელობას", - განაცხადა ევროკომისარმა პიერ მოსკოვიცმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საგარეო სამხედრო დაფინანსების პროგრამით საქართველო აშშ-სგან 30 მილიონ დოლარს მიიღებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1022
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია