დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილის სახელით, სომხეთის პრემიერის პატივსაცემად ოფიციალური ვახშამი გაიმართა
ავტორი:
2014/დეკემბერი/11 23:00:03
საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახელით, საქართველოში ვიზიტად მყოფი სომხეთის პრემიერ–მინისტრ , ჰოვიკ აბრაჰამიანის პატივსაცემად ოფიციალური ვახშამი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია "ფეისბუქში", პრემიერის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
"დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლობასა და ურთიერთნდობაზე დამყარებული თანამშრომლობა შეუქცევადი პროცესია", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალურ ვახშამზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა სომეხ კოლეგას საქართველოში ვიზიტისთვის და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების განმტკიცების იმედი გამოთქვა.
"ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა საშუალება მეგობრულ ატმოსფეროში დეტალურად განგვეხილა ჩვენი ურთიერთობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და განგვესაზღვრა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებები", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თავის მხრივ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ჰოვიკ აბრაჰამიანმა საქართველოსა და სომხეთის მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე გაამახვილა ყურადღება და მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გულთბილი მასპინძლობისთვის.
"დღეს ჩვენ ვიმყოფებით ისეთ ისტორიულ ეტაპზე, რომელსაც ჰქვია კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავება, ამის საფუძველი კი არის ურთიერთნდობა", - განაცხადა ჰოვიკ აბრაჰამიანმა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის სახელით გამართულ ოფიციალურ ვახშამს სომხეთის სამთავრობო დელეგაცია და საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 946
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია