დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჰოვიკ აბრაჰამიანი - საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამ თბილ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა
ავტორი:
2014/დეკემბერი/11 20:00:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამ თბილ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ჰოვიკ აბრაჰამიანმა განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი მრავალ საკითხს შეეხო, მათ შორის ორ ქვეყანას შორის სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხს.
"ახლახან დასრულდა საქართველოს პრემიერთან, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა, რომელმაც თბილ და მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე მეგობრული კავშირი და მზაობა გამოვხატეთ ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების. ჩვენ ვაპირებთ არსებული ურთიერთობები, რომელიც შეეხება სავაჭრო ურთიერთობებს, სატრანსპორტო კავშირსა და ინფრასტრუქტურას, კიდევ უფრო განვავითაროთ. ვაპირებთ ასევე ჰუმანიტარული და კულტურული კავშირების გაღრმავებას", - განცახდება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა სომხურ-ქართული მთავრობათაშორისი კომისიის მოღვაწეობის მნიშვნელობას და რეგულარული შეხვედრების აუცილებლობას, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების საუკეთესიო საშუალებაა.
"განხილულ იქნა საბაჟო გამშვები პუნქტების მოდერნიზაციის საკითხი, დიდი მნიშვნელობა მიენიჭა ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის შეუფერხებელ მუშაობას. ვისაუბრეთ ასევე ენერგეტიკის სფეროში სომხეთ-საქართველოს 400 კილოვატიან ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის საკითხზე.
შეხვედრაზე ორმხრივად დიდი მნიშვნელობა მიენიჭა ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და აღდგენის საკითხს. შევაჯამებ და აღვნიშნავ, რომ მოლაპარაკებებმა მეგობრულ გარემოში ჩაიარა", _ განაცხდა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ჰოვიკ აბრაჰამიანს ქართველმა კოლეგამ მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 991
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია