დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოსა და სომხეთს შორის არსებობს ურყევი ნება, რომ კიდევ უფრო განვამტკიცოთ ჩვენი ურთიერთობები
ავტორი:
2014/დეკემბერი/11 19:30:02
საქართველოსა და სომხეთს შორის არსებობს ურყევი ნება და მისწრაფება, რომ კიდევ უფრო განვამტკიცოთ ჩვენი ურთიერთობები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომეხ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ეს დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა. "მიხარია, რომ მომეცა სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და დელეგაციის წევრებთან შეხვედრის კიდევ ერთი საშუალება. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს კეთილმეზობლური და მეგობრული, მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა და ისტორია, რაც ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების მტკიცე საფუძველია. მიმდინარე წელი საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობაში ვიზიტების კუთხით განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. მოგეხსენებათ, რომ აგვისტოში მე ვიმყოფებოდი სომხეთში ოფიციალური ვიზიტით, რა დროსაც განვიხილეთ ქვეყნებს შორის ურთიერთობების საკითხთა ფართო სპექტრი და დავსახეთ მათი შემდგომი განვითარების გეგმა. დღევანდელი შეხვედრაც საერთო ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებზე ერევანში დაწყებული დიალოგის ერთგვარი გაგრძელება იყო. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის არსებობს მჭიდრო პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები და მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი იანვრიდან გახდება ევრაზიული კავშირის წევრი, ჩვენ კი ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ეს ჩვენს შორის ურთიერთობებს არ შეეხება. პირიქით, ჩვენ ამას გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნების ინტერესებისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, საქართველო და სომხეთი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს არსებული სავაჭრო რეჟიმის შენარჩუნებას და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.
"ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ სავაჭრო რეჟიმის შენარჩუნებას და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის, როგორც ორ მეგობარ ქვეყანას შორის არსებობს ურყევი ნება და მისწრაფება, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ჩვენი ურთიერთობები და ურთიერთხელსაყრელი კავშირი. შეგახსენებთ იმასაც, რომ ერევანში ჩემი ვიზიტის დროს გავაჟღერეთ კიდევ ერთი ხიდის აშენების შესახებ, რომელსაც სიმბოლურად ვუწოდეთ "მეგობრობის ხიდი", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 901
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია